აფეთქებას ავღანეთის საზღვართან მდებარე ხიბერის თემის დასახლებაში ჰქონდა ადგილი, სამი ადამიანია დაჭრილი.
ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებები პაკისტანის უსაფრთხოებაზე შეტევას კვლავაც აგრძელებენ. პაკისტანში დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, ბომბის დეტონაციის შემდეგ, მთავრობის მხარდამჭერი სახალხო ლაშქრის 6 წევრი დაიღუპა.
ისლამაბადის განცხადებით, უკანასკნელი აფეთქების გამო, რომელსაც ავღანეთის საზღვართან მდებარე ხიბერის თემის დასახლებაში ჰქონდა ადგილი, სამი ადამიანია დაჭრილი.
პარასკევს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეჩეთში მომხდარ აფეთქებაში მსხვერპლის რიცხვმა 36-ს მიაღწია. შიიტი მუსლიმების მიერ პარასკევის ლოცვებზე მოწყობილი ტერორისტული აქტის გამო ათობით ადამიანი დაშავდა.