მეორე ადგილზე კონსერვატიული ალ ნურ სალაფის ისლამისტური ჯგუფია.
წინასწარი მონაცემებით, ეგვიპტის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა ისლამისტურმა პარტიებმა მოიპოვეს.
დღევანდელი ინფორმაციით, მუსლიმთა საძმოს თავისუფლების და სამართლიანობის პარტია ყველა საზოგადოებრივ გამოკითხვას ლიდერობს. მეორე ადგილზე კონსერვატიული ალ ნურ სალაფის ისლამისტური ჯგუფია.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეგვიპტურ პროვინციებში ხმის მისაცემად ელექტორატის მესამედზე მეტი მივიდა.