ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის კეთილდღეობა ქვეყნის მთავრობასა და ბიზნეს სექტორებზეა დამოკიდებული. მან იქვე დასძინა, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გარდაუვალია, თუ ეს ორი ინსტიტუტი მიზანმიმართულად ითანამშრომლებს.
ყოველკვირეულ გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეკემბერში დადებული ორპარტიული თანხმობა გადასახადების შემცირებაზე ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის წინსვლას.
თუმცა პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მაღალ ხელფასიანი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება ქვეყნის ეკონომიკის წარმატების აშკარა მაჩვენებელი.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნეს სექტორები ვალდებულები არიან ისეთი სამუშაო ადგილები შექმნან, რაც მოსამსახურეებისთვის დამაკმაყოფილებელ ხელფასსა და შეღავათებს უზრუნველყოფს.