რა საფრთხე მოელის წყალქვეშა სამყაროს მექსიკის ყურეში?

ერთი შეხედვით ოკეანის ზედაპირი გაწმენდილი სჩანს, მაგრამ ნავთობის არსებობა ოკეანის სიღრმეში დასტურდება.

ვუდს ჰოლის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, ნავთობის ჭაბურღილისგან მოშორებით, ოკეანეში ღრმად ნავთობის ნაკადი აღინიშნება. მეცნიერები აცხადებენ,რომ ეს კიდევ ამტკიცებს ფაქტს, რომ ოკეანე ნავთობისგან სრულად არ არის გაწმენდილი. თუმცა ობამას ადმინისტრაცია განაგრძობს მტკიცებას,რომ ჩაღვრილი ნავთობი ოკეანის ზედაპირიდან სრულად მოიხსნა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა,რომ ერთი შეხედვით ოკეანის ზედაპირი გაწმენდილი სჩანს, ნავთობის არსებობა ოკეანეში მაინც აღინიშნება.

საზღვაო ფლოტის ქიმიკოსი კრის რედი მექსიკის ყურეში ოკეანიდან 9 დღის მანძილზე წყლის ნიმუშებს იღებდა.მისი თქმით, ოკეანის ზოგიერთ ნაწილში ნავთობით კონცენტრირებული ადგილები შეინიშნება:

„ერთი შეხედვით წყალს თითქოსდა არაფერი ეტყობა, არც სუნი აქვს და ვერც ნავთობის ნაკვალევს ამჩნევ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ,რომ სიღრმეში ნავთობი არ არის“

მეცნიერების აზრით, ნავთობის ნაკადი თავის დროზე კომპანია ბიპის მიერ დაზიანებული ჭაბურღილიდან გადმოიღვარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობის მასა ოკეანის ზედაპირიდან 900 მეტრის სიღრმეზეა გაშლილი , ორი კილომეტრის სიგანე აქვს და 35 კილომეტრზე ვრცელდება.

მეცნიერები მიიჩნევენ,რომ ნაპოვნი ნავთობის ნაკადი ერთადერთი არ არის და ყურეში გაწმენდის დროს ოკეანის ზედაპირის ქვეშ კიდევ დიდი რაოდენობის ნავთობი მოექცა. ულტრაისეფერი სხივების დამხარებით მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე დალექილი ნავთობის წვეთებიც. ეს წვეთები ოკეანეში წყალმცენარეებისა და ბაქტერიების განადგურებას იწვევენ.

თუმცა ობამას ადმინისტრაცია დაჟინებით აცხადებს,რომ ოკეანე გაწმენდილია და ეკოლოგიური კატასტროფა აღარაფერს ემუქრება. თეთრი სახლის ენერგეტიკის დარგში მრჩეველი კაროლ ბრაუნერი აცხადებს:

„ოკეანის ზედაპირი თითქმის სრულად გასუფთავდა. ნავთობის უდიდესი ნაწილი ოკეანის ზედაპირიდან ამოღებული იქნა და კონტეინერებში ჩაისხა“

თუმცა ჯორჯიის უნივესიტეტის მეცნიერთა ჯგუფის განცხადებით,მონაცემებით ბიპის ჭაბურღილიდან ჩაღვრილი ნავთობის 80 პროცენტი ჯერ კიდევ ოკეანეში რჩება.

საზღვაო ფლოტის მეცნიერი სამანტა ჯოი ამტკიცებს,რომ ;

„ნავთობი ოკეანეში ჯერ კიდევ ბევრია, ის შეინიშნება ფსკერზე, სიღრმეებში,რაც იმას ნიშნავს,რომ სისტემას სერიოზული საფრთხე ელის “

კრის როდის განცხადებით, ოკეანეში დარჩენილი ნავთობის რაოდენობა მაშინ დადგინდება, როცა მეცნიერები წყლის გამოკვლევას საბოლოოდ დაასრულებენ.