ჰამიდ კარზაი სულიერ ლიდერებს მიმართავს

კარზაი ყანდაარში ადგილობრივ ლიდერთა გულის მოგებას ცდილობს. ვიდრე იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ყანდაარში შეკრებილ ტომების უცუხესებსა და სასულიერო ლიდერებს თხოვნით მიმართა,რათა მათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ყანდაარის პროვინციაში დაგეგმილ კოალიციური ჯარების ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, რომლის მთავარი მიზანია თალიბ მეამბოხეთა საყრდენი ბაზების აღმოფხვრა.

ტომების უხუცესები პრეზიდენტის დღევანდელ მიმართავს ძირითადად დადებითად შეხვდნენ. დამსწრეთა უმეტესობა ადგა, როცა პრეზიდენტმა კარზაიმ მათ ქვეყანაში ცხრაწლიანი ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა.

ბატონი კარზაი ყანდაარში ადგილობრივ ლიდერთა გულის მოგებას ცდილობს,ვიდრე იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება.

როგორც ცნობილია, ყანდაარი და ყანდაარის პროვინცია თალიბ მემაბოხეთა მოძრაობის მთავარ საყრდენ ცენტრს წარმოადგენს.