გუშინ ცენტრალურ ქალაქ ჰომსში დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.
სირიის უშიშროების ძალებმა მეამბოხეებს ამჯერად ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სოფელ იბლინში შეუტიეს.
აქტივისტების თქმით, იქ დღეს დილიდან ავტომატური იარაღის და დაჯავშნული მანქანების მოძრაობის ხმა ისმოდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სოფელში ერთ-ერთ სახლზე რეიდისას სამი ადამიანი გარდაიცვალა.
გუშინ ცენტრალურ ქალაქ ჰომსში დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. სირიის ხელისუფლების მიერ მართვადი საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ ჰომსში შეიარაღებული ტერორისტების ხელით კიდევ 8 სამართალდამცავი დაიღუპა.
დღეს ავსტრალიაში გაკეთებულ გამოსვლაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა სირიის პრეზიდენტს სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმა დაიწყოს.