პაკისტანი მოუწოდებს ავღანეთს, შეწყვიტოს ბრალდებები და მოლაპარაკებების გზით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოს.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა აბდულ ბასიტმა დაგმო ავღანეთში განხორციელებული ტერორისტული აქტი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პრესმდივნის განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები პაკისტანსა და ავღანეთს შორის ურთეირთობას კიდევ უფრო დაამძიმებს. პაკისტანის მთავრობისა და პაკისტანელების სახელით, ბასიტმა ავღანეთის ხელისუფლებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
რამდენიმე დღის წინ ავღანეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს 55 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პაკისტანში მოქმედმა ალ ყაიდას მოკავშირე ტერორისტულმა დაჯგუფებამ ლაშქარ-ე-ჯანგვიმ აიღო.