თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ამ ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტია დგას
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით,ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედრო პატრული ნაღმზე აფეთქდა, დაიჭრა 14 ჯარისკაცი.
ქალაქ ელაზიგში მიმავალი სამხედროების აფეთქებაში თურქეთის ხელისუფლებამ ქურთი მეამბოხეები დაადანაშაულა.
ამასობაში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება დააპატიმრა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით,ამ ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტია დგას. ამ ორგანიზაციამ გასულ პარასკევს გამოაცხადა,რომ აღარ დაიცავს ანკარასთან ერთი წლის წინათ დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.