წამყვანი ევროპული ქვეყნები მზად არიან ცალმხრივად აღიარონ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ სექტემბრამდე არ განახლდება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები.
სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დაგეგმილია ამ საკითხის განხილვა, თუმცა მანამდე საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა ნიკოლა სარკოზიმ და დევიდ კამერონმა იმედები გაუცრუეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნათანიაჰუს, რომელიც მათი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა ახლახანს გამართული შეხვედრების დროს.
როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ლონდონელი ექსპერტი იუოსი მეკელბერგი აცხადებს:
“ მე ვფიქრობ ახლა უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცალმხრივი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“
მსოფლიოს 110-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა, მათ შორის ევროკავშირის წევრებმა პოლონეთის, რუმინეთის და უნგრეთის ჩათვლით, თუმცა ევროკავშირში მაინც არ არსებობს საერთო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელმა პირდაპირ განუცხადა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს, რომ მხრას არ დაუჭერს მათ მიერ მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას.