იულია ტიმოშენკო სასამართლოს წინაშე წარსდგა

იულია ტიმოშენკო სასამართლოს წინაშე წარსდგა

უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ტიმოშენკოს ბრალი ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, როცა მან მოსკოვთან ძვირი რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას მოაწერა ხელი.

თავად ტიმოშენკო აცხადებს, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.

ტიმოშენკოს მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი ციხეში იხდის სასჯელს.