ირანის პრეზიდენტმა უარყო შეერთებული შტატების ბრალდება, რომლის თანახმად თეირანი ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას გეგმავდა.მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანელები ცივილიზებული ხალხია და მათ მკველების გამოყენება არ სჭირდებათ.
ვაშინგტონის ბრალდება ასევე უარყო ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და მას აბსურდი უწოდა. მან შეერთებულ შტატებს ბრალი დასდი დაუდასტურებელი ბრალდების გავრცელებაში, რაც მისივე თქმით, ირანის იზოლაციას ისახავს მიზნად. გასულ
სამშაბათს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ ხელი შეუშალეს ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას, რომელსაც ორი ირანელი გეგმავდა. განცხადების თანახმად, ერთერთი მათგანი ელიტარული ქუდსის ძალების წევრი იყო.