პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს საკუთარ თავზე.
პარასკევს აღმოსავლეთ ავღანეთში ავღანურ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა.
ეს უკვე როგით მეთხუტმეტე ინციდენტია, რომლის დროსაც ავღანელმა ჯარისკაცმა ან გადაცმულმა მეამბოხემ კოალიციური ძალების ჯარისკაცი სიცოცხლეს გამოასალმა.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ამერიკელია.
პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს საკუთარ თავზე. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად ჩართულები იყვნენ მეამბოხეები ამ ინციდენტში.
მაისის დასაწყისში ანალოგიური თავდასხმა მოხდა ყანდაარის პროინციაში, როდესაც ავღანურ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მეამბოხემ ნატოს ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად კოალიციის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.