ელჩის განცხადებით, იემენის გარდამავალ მთავრობას სიმტკიცე აკლია.
გაეროში იემენის ელჩის ჯამალ ბენომარის განცხადებით, იემენის გარდამავალ მთავრობას პრობლემები აქვს ალ ყაიდას მიერ კონტროლირებადი ტერიტორების დაბრუნებასთან დაკავშჲრებით.
ოთხშაბათს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას ელჩმა აღნიშნა, რომ იემენის გარდამავალ მთავრობას სიმტკიცე აკლია და მას საშიშროება სხვადასხვა დაპირისპირებული ძალების მხრიდან მოელის.
როგორც ბატონი ბენომარი აცხადებს, ახალ ოპოზიციურ მთავრობას სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან თანამშრომლობა ევალება.
ერთი თვის წინ იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰიმ ძალაუფლება ოპოზიციის ლიდერს აბდ-რაბუ მანსურუ ჰადის გადააბარა. საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის 21 თებერვალს დაინიშნა.