ობამას პოპულარობა იზრდება

ობამას პოპულარობა იზრდება

აშშ-ში ეკონომიკა გაუმჯობესდა, სააქციო ბირჟებზე მდგომარეობა გამოსწორდა და უმუშევრობა 8,3 პროცენტამდე შემცირდა. .

აშშ-ში პრეზიდენტ ობამას პოპულარობა ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად მატულობს.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა 50 პროცენტი პრეზიდენტ ობამას საქმიანობას დადებითად აფასებს.ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ობამასთვის მოსახლეობას შარშან ბინ ლადენის განადგურების შემდეგ არ მიუცია. ეს კი იმის დასტურია, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ობამამ მომავალ არჩვენებში გამარჯვება მოიპოვოს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკა გაუმჯობესდა, სააქციო ბირჟებზე მდგომარეობა გამოსწორდა და უმუშევრობა 8,3 პროცენტამდე შემცირდა. .

ექპსერტების აზრით, პრეზიდენტ ობამას სამომავლო კამპანიაში წარმატებას ხელს ისიც შეუწყობს, რომ რესპუბლიკელებს ჯერეჯრობით მკვეთრად გამოხატული ფავორიტი არ ჰყავთ. მიტ რომნი, რომელიც ბოლო დრომდე სავარაუდო ლიდერად ითვლებოდა, სამია კვირაა მეორე რესპუბლიკელმა კანდიდატმა რიკ სანტორუმმა სამ შტატში დაამარცხა.