სერბეთში არჩევნები ხელმეორედ ტარდება

ნიკოლიჩის პროგრესული პარტია ნაციონალისტური პრინციპებით ხელმძღვანელობს.

სერბეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ერთმანეთს ახლანდელი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი და ნაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩი უპირისპირდებიან. მაისის დასაწყისში გამართულ არჩევნებზე ტადიჩმა ნიკოლიჩს ხმების უმნიშვნელო რაოდებობით აჯობა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების ის რაოდენობა ვერ მოაგროვა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იყო საჭირო.

ნიკოლიჩმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა, თუმცა სერბეთის საარჩევნო კომისიამ და საერთაშორისო დამკვირვებლებმა მისი ბრალდება იმის თაობაზე, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო, უარყვეს.

ტადიჩის დემოკრატიული პარტია ქვეყნის დასავლური პრინციპებით განვითარების პოლიტიკას ატარებს, ხოლო ნიკოლიჩის პროგრესული პარტია ნაციონალისტური პრინციპებით ხელმძღვანელობს.