თვითმფრინავმა კატასტროფა რამდენიმე დღის წინ სალაკის მთის მახლობლად განიცადა.
სამაშველო სამსახური ინდონეზიაში რუსული ლაინერის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ძებნას კვლავ აგრძელებს. ჯაკარტაში ცხედრების გარკვეული ნაწილი გადაასვენეს, რომელთაც ამოცნობის მიზნით, DNA-ს ანალიზი ჩაუტარდებათ.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 50 მგზავრიდან, სავარაუდოდ ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა რამდენიმე დღის წინ სალაკის მთის მახლობლად განიცადა.