სამხრეთ სუდანში კვლავ დაძაბულობაა

სამხრეთ სუდანში კვლავ დაძაბულობაა

დაღუპულები სუდანის დასავლეთ პრივინციაში მცხოვრები მეცხვარეები იყვნენ.

სამხრეთ სუდანის შეიარაღებული ძალების პრესმდივნის განცხადებით, სუდანის სამხედროებმა სასაზღვრო ზონაში განხორციელებული საავიაციო თავდასხმისას 17 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ოფიციალური ცნობით, დაღუპულები სუდანის დასავლეთ პრივინციაში მცხოვრები მეცხვარეები იყვნენ.

თუმცა ქართუმი სამხრეთ სუდანის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, საავიაციო თავდასხმა მას მერე განხორციელდა, რაც ამბოხებულებმა საზღვარი გადაკვეთეს და 500 სუდანელი მოქალაქე გაიტაცეს.