საპროტესტო აქცია მოსკოვში

საპროტესტო აქცია მოსკოვში

ოპოზიციის და დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო პროცესი გაყალბებული იყო.

დღეს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი 4 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მოსკოვის პოლიციის შეფასებით, სახაროვის მოედანზე გამართულ მიტინგში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, რეალური ციფრი გაცილებით მეტი იყო.

მოსკოვში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად სახელისუფლებო პარტია „ედინაია რასია“ გამოცხადდა. ოპოზიციის და დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო პროცესი გაყალბებული იყო, რასაც მმართველი პარტიის ლიდერები უარყოფენ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლება პოლიტიკური რეფორმების ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტმა მედვედევმა ერთერთ რეფორმად გუბერნატორების პირდაპირი გზით არჩევა გამოაცხადა.