7,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ 582 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სულ უფრო მცირე შანსი რჩება იმისა, რომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული ადამიანების გადარჩენა მოხერხდეს.
თურქეთის ვიცე-პრემიერის ბესირ ათალაის განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დაღამებისთანავე შეწყდება.
მაშველებმა ნანგრევებიდან 230 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. უკანასკნელი მათგანი 12 წლის ბიჭი იყო.
7,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ 582 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან 455 ქალაქ ეკრისის მაცხოვრებლები იყვნენ.