სირიის მთავრობის მიერ გაეროს ელჩთან კოფი ანანთან დადებულ პირობას, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დასავლეთის დიპლომატები და სირიის ოპოზიცია სკეპტიციზმით შეხვდა. ამის მიზეზი ლიბანის საზღვართან წარმოქმნილი დაპირისპირება გახდა, რომელიც სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის მოხდა.
ოპოზიციის წევრებმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ასადის რეჟიმის დაპირება რეალურად მანამ არ ჩაითვლება, ვიდრე სირიაში უდანაშუალო ადამიანების სისხლი იღვრება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა ასადის მთავრობას სიტყვა საქმით დაადასტუროს და სასწრაფო სამშვიდობო გეგმაზე გადავიდეს. კლინტონმა მოუწოდა ასადს შეწყვიტოს ცეცხლი და სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარი დასახლებული ტერიტორიებიდან.
სამშაბათს სირიაში სამთავრობო ჯარების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული სროლის შედეგად 10 უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა. გაეროს ცნობით, სულ სირიაში სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ 9,000 ადამიანი დაიღუპა.