ბირმაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები დამაკმაყოფილებელია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, ბირმაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები პროცესები მისასალმებელია და იგი ამ ქვეყანაშჲ ვიზიტს ხელმეორედ გეგმავს.
გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ტეინ სეინის გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრების გათავსუფლების შესახებ, ქვეყნის განვითარების სამომავლო იმედის გარანტიაა.
ბან კი-მუნის თქმით, იგი კმაყოფილია მისი მრჩევლების ვიზიტებით ბირმაში და რომ აღნიშნული ფაქტები ბირმის ხელისუფლების მიერ წინგადადგმული ნაბიჯების წინაპირობა იყო.