ინიციატივის თანახმად შეერთებულმა შტატებმა სავიზო რეჟიმი ისეთ ქვეყნებთან უნდა გაამარტივოს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს და ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვს. პრეზიდენტს კონგრესში ინიციატივის დამტკიცება სურს, რომელის მისი თქმით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას და სამუშაო ადგილების გახსნას შეუწყობს ხელს.
ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში, დღეს დილას პარეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ამერიკაში ჩამოსვლის მსურველთათვის სავიზო რეჟიმის გაადვილება სურს. ამ გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკაში მეტი ტურისტი და მათთან ერთად დიდძალი უცხოური კაპიტალი შემოვა.
ინიციატივის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა სავიზო რეჟიმი ისეთ ქვეყნებთან უნდა გაამარტივოს, რომლებსაც მზარდი საშუალო ფენა ჰყავს, მაგალითად ბრაზილია და ჩინეთი.