ერაყში ომი დასრულდა

ერაყში ომი დასრულდა

ლეონ პანეტამ ასევე გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ ერაყი დიდი გამოწვევების წინაშეა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ბაღდადის აეროპორტში სპეციალურად გამართულ ცერემონიალზე ერაყთან ომის დასრულება გამოაცხადა.

ბატონი პანეტას თქმით, ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცების გმირობამ განაპირობა,რომ ერაყის მისია წარმატებით დასრულდა და ერაყელები საკუთარ ქვეყანას ახლა თავად განაგებენ.

მას მერე, რაც სადამ ჰუსუეინის რეჟიმი დაემხო, ერაყში 4,500 ამერიკელი ჯარისკაცი და ათასობით ერაყელი მოქალაქე დაიღუპა. 32,000 ამერიკელი ჯარისკაცი დღემდე იშუშებს ერაყში მიღებულ ჭრილობებს

ლეონ პანეტამ ასევე გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ ერაყი ამჟამად დიდი გამოწვევების წინაშეა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, თუ ახალი მთავრობა დემოკრატიულ კურსს გააგრძელებს, მოსახლეობა სოცილაურად და ეკონომიკურად გაძლიერდება და ერაყი განვითარების გზას დაადგება.

აღსანიშნავია,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყის ომი 800 მილიარდი დოლარი დაუჯდა.