საბერძნეთში რეფერენდუმი შეიძლება ჩაიშალოს

საბერძნეთში რეფერენდუმი შეიძლება ჩაიშალოს

მმართველი სოციალისტური პარტიის პარლამენტარები პარტიიდან გასვლით იმუქრებიან

საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერი გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს, რომელიც ახალ არჩევნებს დანიშნავს.

ეს ჩაშლის პრემიერ-მინისტრ გეორგი პაპანდრეუს განზრახვას, რომელიც ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს.

ანტონის სამარასის განცხადებით, გარდამავალი მთავრობის შექმნის მიზანი არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა იქნება, რაც პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის ვოტუმის გამოცხადების პროცედურას თავიდან აგვაცილებს.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა გეორგი პაპანდრეუმ მოსახლეობის დაშოშმინების მიზნით ევროპელთა წინადადების გამო რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, მმართველი სოციალისტური პარტიის პარლამენტარები პარტიიდან გასვლით დაიმუქრნენ.