პაკისტანურმა თალიბანმა პასუხისმგელობა აიღო ავღანეთის საზღვართან 15 ჯარისკაცის მოკვლაზე.
პაკისტანურმა თალიბანმა პასუხისმგელობა აიღო ავღანეთის საზღვართან 15 ჯარისკაცის მოკვლაზე. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, პაკისტანელი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში დახვრიტეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ჯარისკაცების გვამები აღმოაჩინეს, რომელთაც წამების ნიშნები ეტყობოდათ.
სამხედროები 22 დეკემბერს გაიტაცეს, როდესაც ათობით ჯარისკაცის მონაწილეობით ხიბერის პროვინციაში რეიდი განხორციელდა. თალიბანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცების დახოცვა ეს იყო შურისძიება პაკისტანის არმიის მიერ განხორციელებული ოპერაციის გამო.