ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც გუშინ სენატის შეიარაღების კომიტეტის სხდომას მიმართა და ძირითადი აქცენტი ავღანეთთან და პაკისტანთან ამერიკის ურთიერთობებზე გააკეთა, აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა კუბის მიმართ უცვლელია ბოლო 50 წელია და რომ ვაშინგტონის აზრით ფიდელ კასტრო კუბის პოლიტიკას უნდა ჩამოშრდეს. როგორც ცნობილია, 2006 წელს მისი ძმა-რაულ კასტროსთვის ძალაუფლების გადაცემის შემდეგ, ფიდელ კასტრო დღემდე კომუნისტური სახელმწiფოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რჩება.
მთელი ეს პერიოდი კი მცირეოდენ ცვლილებას პრეზიდენტ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰქონდა ადგილი, როცა ამერიკელმა ლიდერმა კუბაში გამგზავრების სურვილის მქონე თანამოქალაქეებს,-წარმოშობით კუბელ ამერიკელებს კი სამშობლოში ფულის გაგზავნის საშუალებაზე არსებული შეზღუდვები მოუხსნა.