საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობას აგრძელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობას აგრძელებს

ნიუ იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელი სტრაუს კანს სექსუალურ ძალადობაში ადამაშაულებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ტრადიციულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დომინიკ სტრაუს-კანი დაპატიმრებულია.

სტრაუს-კანი ნიუ იორკის პოლიციამ შაბათს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავა. იგი ნიუ იორკიდან პარიზისკენ მიმავალ თვითმფრინავში იჯდა, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში უნდა გაფრენილიყო. ნიუ იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელი სტრაუს კანს სექსუალურ ძალადობაში ადამაშაულებს.

როიტერის განცხადებით, სტრაუს-კანი ბრალდებას უარყოფს. ის 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ სოციალისტური პარტიის სავარაუდო კანდიდატი უნდა იყოს.

საფრანგეთის პარლამენტის ერთ-ერთი წევრი ლე პენი აცხადებს, რომ თუ სტრაუს-კანს ბრალდება დაუმტკიცდა, მას საპრეზიდენტო არჩევნებიდან ავტომატური დისკვალიფიკაცია ელის.