სუდანის სამხედრო ძალები დაწინაურდნენ

Destruction near the city of Bushehr, Iran, after a 6.1 magnitude earthquake struck on April 9, 2012.

სამთავრობო ძალები თანდათან უახლოვდებიან ჰეგლიგს და რამდენიმე საათში ქალაქს აიღებენ.

სუდანის განცხადებით, მიმდინაროებს კონტრშეტევა ქალაქ ჰეგლიგთან, რომელიც ერთერთი მთავარი ნავთობმწარმოებელი ქალაქია სუდანში და სამხრეთ სუდანის სამხედრო ძალებმა იგი ამ კვირის დასაწყისში დაიკავეს.

სუდანის არმიის პრესცენტრის სპიკერის სავარმი ხალედ საადის განცხადებით, სამთავრობო ძალები თანდათან უახლოვდებიან ჰეგლიგს და რამდენიმე საათში ქალაქს აიღებენ.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის სალვა კიირის განცხადებით, სამხრეთ ნაწილის მეომრები მანამ არ დაიხევენ ჰეგლიგიდან, ვიდრე სუდანის ხელისუფლება მყარ გარანტიებს სამხრეთ სუდანის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით წარმოადგენს.

მისი განცხადებით, ტერიტორიას დროებით ნეიტრალური სამხედრო ძალები გააკონტროლებენ, ვიდრე სუდანი და სამხრეთ სუდანი ნავთობწარმოებელ რეგიონთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ჩრდილოეთ სუდანსა და სახრეთ სუდანს შორის სამოქალაქო დაპირისრება 21 წლის განამვლობაშჲ მიმდინარეობდა, რომელიც 2005 წელს სამშვიდობი ხელშეკრულებით დასრულდა.