არაბული სანქციები სირიაზე

არაბული სანქციები სირიაზე

სანქციებში შედის სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადისა და მისი მთავრობის წევრების ქონებაზე ყადაღის დადება

არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში შეიკრიბნენ, სადაც სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ სირიის ხელისუფლების მიერ ოპიზიციაზე განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების გამო.

22 წევრიანი ლიგისათვის შეთავაზებული სანქციები ფინანსთა მინისტრების ინიციატივა იყო. სანქციებში შედის სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადისა და მისი მთავრობის წევრების ქონებაზე ყადაღის დადება, ლიგის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვა, სირიასთან კომერციული საჰაერო ტრანსპორტის შეწყვეტა და სირიის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობის გაყინვა.