აშშ-ში მხოლოდ 39, 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოხერხდა.
შეერთებულ შტატებში ნოემბრის თვეში კიდევ უფრო გაიზარდა უმეშევრების რიცხვი. ამერიკის ეკონომიკამ ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, უმუშევრობა ორი მეათედი პროვცენტით გაიზარდა და 9,8%-ს მიაღწია.
ეკონომისტების პროგნოზით, დამატებით 150, 000 სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო, მაგრამ მთელი ამერიკის მასშტაბით მხოლოდ 39, 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოხერხდა.