გაეროს დამკვირვებლებმა ქალაქ ჰომსის რამდენიმე რაიონი დაათვალიერეს.
დღეს გაერო სირიაში სამასი დამკვირვებლის გაგზავნის საკითხს განიხილავს.
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, დამასკოს მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.
სირიის მთავრობის განცხადების თანახმად, შეიარაღებულმა ტერორისტებმა დეირ ელ-ზურის ნავთობსადენის აფეთქება სცადეს.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, გაეროს დამკვირვებლებმა ქალაქ ჰომსის რამდენიმე რაიონი დაათვალიერეს.
გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ამ ორგანიზაცის მონიტორების რიცხვის გაზრდის შესახებ სირიაში.