ჩრდილოეთ კორეა სატელიტს უშვებს

უზენაესი სახალხო ასამლეა 13 აპრილს შეიკრიბება.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ყოველწლიურ საპარლამენტო სესიას აპრილში გამართავს და მას ახალი სატელიტის გაშვების დროს დაამთხვევს.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, უზენაესი სახალხო ასამბლეა 13 აპრილს შეიკრიბება. სავარაუდოდ პარლამენტი ჩრდილოეთ კორეის ახალ ლიდერ კომ ჩენ უნს ეროვნული თავდაცვის კომისიის თავმჯდომარედ დაამტკიცებს. ეს თანამდებობა უნის მამას - კიმ ჩენ ილს ეკავა. ილი დეკემბერში გარდაიცვალა.