აშშ სირიელებს მოუწოდებს არ ენდონ მთავრობის ამ წინადადებას.
სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სირიის უშიშროების ძალებმა განაახლეს ქალაქ ჰომსის დაბომბვა. მათი მთავარი სამიზნე ბაბა ამრის რაიონი იყო.
ამასობაში სირიის ხელისუფლებამ ამნისტია გამოაცხადა იმ პირების მიმართ, ვინც ხელისუფლებას მიყიდის, ან ჩააბარებს იარაღს.
მას შემდეგ, რაც სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება გააკეთა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა სირიელებს მოუწოდა არ ენდონ მთავრობის ამ წინადადებას.
თავის მხრივ, სირიის ხელისუფლებამ ქალბატონი ნულანდის ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა, რომელიც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების წახალისებას ისახავს მიზნად.