სირიის სახელმიწფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ დღეს ქვეყნის დედაქალაქში დამასკოში შეიარაღებულმა პირებმა მაღალი რანგის სირიის სამხედრო ოფიციალური პირი, გენერალი ისა ალ-ხული თავის სახლთან მოკლეს.
საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, სირიის თავისუფალ ჯარსა და მთავრობის შეიარაღებულ ძალებს შორის მოხდა შეტაკება.
ქალაქ ჰომსის იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციის ძალები არიან გამაგრებულები ამერიკის სატელიტმა დააფიქსირა სირიის სამხედრო ძალების ტანკები და ჯავშნიანი მანქანები.
ადამიანის უფელებების დაცვის ორგანიზაციის განცხადების თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მთავრობის მიერ ოპოზიციაზე განხორციელებულ თავდასხმას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სირიის ქალაქ ალეპოში სამხედრო საიდუმლო დაზვერვის სააგენტოსა და უშიშროების ძალების შტაბბინაზე განხორციელებულმა თავდასხმისას დაიღუპა 28 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
სირიის სახელმიწფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, აფეთქება სირიის თავისუფალ ჯარის მიერ იყო განხორციელებული, თუმცა ეს უკანასკნელი ბრალდებას უარყოფს და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.