ჯონ ჰანთსმანი იმედს არ კარგავს

ჯონ ჰანთსმანი იმედს არ კარგავს

ჰანთსმანმა სამშაბათს აიოვას შტატში გამართულ კოკუსში ერთი პროცენტი მიიღო და ბოლო ადგილზე გავიდა.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჯონ ჰანთსმანის შესახებ ერთერთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ „ბოსტონ გლოუბმა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც მისი მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წარსულში ჰანთსმანის მოღვაწეობას იუტას გუბერნატორის პოსტზე და აღნიშნულია, რომ ის არის ამ მომენტისთვის რესპუბლიკელთა საუკეთესო კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ არის მომზადებული პრეზიდენტობისთვის. ჰანთსმანმა სამშაბათს აიოვას შტატში გამართულ კოკუსში ერთი პროცენტი მიიღო და ბოლო ადგილზე გავიდა. თუმცა მას ნიუ-ჰემპშირის არჩევნებში უკეთესი მაჩვენებლის მიღების იმედი აქვს.