კადაფი საომარ მოქმედებებს აღარ გააგრძელებს

კადაფი საომარ მოქმედებებს აღარ გააგრძელებს

ლიბიის ოპოზიცია იმედოვნებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში კადაფი მარტო დარჩება, საკუთარი გარემოცვის გარეშე.

ლიბიის ოპოზიციის ლიდერმა თანხმობა განაცხადა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ მუამარ კადაფი აღარ გააგრძელებს საომარ მომქედებებს და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ნებართვას გასცემს.

ოპოზიციის წარმოამდგენელმა მუსტაფა აბდულ-ჯალილმა ეს განცხადება გაეროს ელჩთან შეხვედრისას ბენგაზიში გააკეთა. ამასობაში კადაფის ვაჟის საიფ ალ-ისლამის წარმომადგენელი მუჰამედ ისლამი ლონდონში ჩავიდა მოლაპარაკებების დასაწყებად.

როგორც გაზეთ „გარდიანს“ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, ლიბიის ლიდერის ელჩებს პირდაპირ უთხრეს, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის მუამარ კადაფის გადადგომაა აუცილებელი.

ლიბიის ოპოზიცია იმედოვნებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში კადაფი მარტო დარჩება. საკუთარი გარემოცვის გარეშე. მას უკვე უღალატა საგარეო საქმეთა მინსიტრმა მუსა კუსამ და მთავრობის ზოგიერთმა ყოფილმა წევრმა.