საპროტესტო გამოსვლებს დამატებით ასი ათასი ადამიანი სახაროვის მოედანზე შეურთდა.
მოსკოვის ქუჩებში ათიათასობით გამოსული ადამიანი, არჩევნებში პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტიის გამარჯვებას კვლავ აპროტესტებს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლებს დამატებით ასი ათასი ადამიანი სახაროვის მოედანზე შეურთდა. ისინი ხელისუფლებასაგან თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ასევე პრემიერ მინისტრ პუტინის გადადგომას მოითხოვენ.
ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორმაჩოვმაც, ვლადიმირ პუტინს მომიტინგეთა მოთხოვნების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.