ჰომსი კვლავ იბომბება

კოფი ანანი მოსკოვსა და პეკინში გაემგზავრება.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა ქალაქ ჰომსზე მორიგი საარტილერიო შეტევა მიიტანეს.

ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიის ობსერვატორიის განცხადებით, ჰომსის რამდენიმე უბანი დღეს დილიდან იბომბება. ჯერ-ჯერობით უცნობია არის თუ არა ქალაქში მსხვერპლი.

ამ ფონზე, გაეროსა და არაბულ ერთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენელი კოფი ანანი მოსკოვსა და პეკინში გაემგზავრება. ჩინეთი და რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოზე სირიის წინააღმდეგ რეზოლუციას ბლოკავენ. ანანი შეეცდება მათ რეზოლუციასთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინოს.