გუშინ უშიშროების შენობასთან აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
დღეს სირიის დედაქალაქში გუშინ მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა დაკრძალვზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
გუშინ დამასკოში ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გუშინ უშიშროების შენობასთან აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქებების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანა-ს ცნობით, ტერაქტების უკან ალ-ყაიდას ორგანიზაცია დგას, თუმცა ოპოზიცია აფეთქებებში პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებას ადანაშაულებს. მას შემდეგ რაც მარტში, სირიის ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, ეს პირველი ტერაქტია. აფეთქებები დამასკოში არაბული ლიგის დელეგაციის ვიზიტის წინ განხორციელდა.