ფონდი ორი წლით გაყინავს ახალი გრანტების გაცემას.
შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი იტყობინება, რომ გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში, 2014 წლიდან ორი წლით გაყინავს ახალი გრანტების გაცემას.
ფონდი აცხადებს, რომ ამ დროს აქცენტს გააკეთებს მხოლოდ აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფაზე.
ოთხშაბათს, ამ ორგანიზაციამ ახალი სტრატეგია მიიღო, სადაც გლობალური ფონდის მმართველმა საბჭომ დონორებს დაფინანსების გაზრდა თხოვა სამ აღნიშნულ დაავადებასთან საბრძოლველად.