ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა


რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა
რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება.

განვითარებად ქვეყნებში წელიწადში ხუთ მილიონ ადამანზე მეტი იღუპება თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებით. ამერიკის დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი ტომას ფრიდენი ამბობს, რომ მსოფლიო ქვეყნების მხოლოდ 10 პროცენტი ეწევა სათანადო ძალისხმევას მწეველების რაოდენობის შესამცირებლად. მისი აზრით, ქვეყნებმა ამერიკისა და ურუგვაის მაგალითს უნდა მიბაძონ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში:

„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი პირველი მიზეზია. ის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება და ამ დაავადებებისგან განსხვავებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებები სტაბილურად მატულობს.

ბატონი ფრიდენის თქმით, თამბაქოს მოხმარება მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა არ არის. საგზაო უბედური შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოს მასშტაბით. ამ რაოდენობაში ფეხით მოსიარულეები და ველოსიპეტისტებიც შედიან. ბატონი ფრიდენი ამბობს:

„ამ მხრივ თუ დაუყოვნებელი ზომები არ მივიღეთ, მომავალი 20-25 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობა მსოფლიოში სიკვდილანობის მთლიანი მაჩვენებლის 2 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე გაიზრდება. ამით, ავტოსაგზაო შემთხვევები მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მე-5-ე მიზეზი გახდება.“

ბატონი ფრიდენი ასევე ამბობს, სასუნთქი გზების ინფექსციური დაავადებები, მათ შორის ტუბერკულოზი, კიდევ ერთ დიდი სირთულეს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ მილიარდ ადამიანს სუფთა დასალევ წყალზე ხელი არ მიუწვდება, ხოლო 2.5 მილიარდს კი სათანადო სანიტაცია არ აქვს. განვითარებად ქვეყნებში ამ ორი პირობის გაუმჯობესება მხოფლიში მილიონობით ადამიანის, მათ შორის უამრავი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს.

„ქოლერა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ ეპიდემიას წარმოადგენს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სუფთა სასმელი წყალი მილიონობით ადამიანს არ აქვს,” აცხადებს ბატონი ფრიდენი.

აფრიკაში შიდსი კვლავ ყველაზე გავრცელებული მომაკვდინებელი დაავადებაა. მისი თქმით, პრობლემის ერთი ნაწილი ის არის, რომ ხალხის ნაწილმა, არც კი იცის, რომ შიდსის გამომწვევი აივის ვირუსი აქვს:

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ხალხი, რომელმაც იცის, რომ ინფიცირებულია, დაავადება გაავრცელოს. ამასთან, დახმარების მისაღებად ერთადერთი საშუალება ვირუსზე შემოწმებაა.“

ბატონი ფრიდენი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნულთან ერთად სიმსუქნეც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. დღეს მსოფლიოში გამხდარზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი ცხოვრობს. მისივე თქმით, თუ ადამიანები მოწევას თავს დაანებებენ, ჯანსაღ კვებას და ფიზიკურ ვარჯიშს მოუმატებენ, მსოფლიოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით ნახევრამდე შემცირდება.

XS
SM
MD
LG