საფრანგეთის მოსახლეობაში პრეზიდენტ სარკოზის მიმართ უკმაყოფილება მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გაიზარდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, სადაც ერთმანეთს სოციალისტების ლიდერი ფრანსუა ოლანდი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მონაწილოებენ.
პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა ამომრჩეველთა ხმების 28,6 პროცენტი მიიღო, ხოლო ნიკოლა სარკოზიმ 27,2.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ წინასწარი კვლევების შედეგების მიხედვით, გამარჯვების შანსი უფრო სოციალისტების კანდიდატს გააჩნია, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტს. საფრანგეთის მოსახლეობაში პრეზიდენტ სარკოზის მიმართ უკმაყოფილება მისი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გაიზარდა.