პალესტინაში გლოვის დღეებია

ისრაელს ბოლო წლების განმავლობაში პალესტინის ტერიტორიაზე 100 მდე სარაკეტო თავდასხმა აქვს განხორციელებული.

პალესტინელი მედიკოსების განცხადებით,პარასკევს ისრაელის საჰაერო თავდასხმას 12 წლის ბიჭი და ერთი პალესეტინელი სამხედრო ემსხვერპლა. ამ ფაქტის გამო პალესტინაში 17 მარტამდე გლოვის დღეები გამოცხადდა.

ისრაელს ბოლო დროს პალესტინის ტერიტორიაზე 100 მდე სარაკეტო თავდასხმა აქვს განხორციელებული.

გუშინ ღაზას ქუჩებში ათასობით პალესტინელი გამოვიდა. ისინი სამგლოვიარო პროცესიას შეუერთდნენ და სოლიდარობის ნიშნად სიტყვა „შურისძიებას“ სკანდირებდნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ისრაელი მანამ არ შეწყვეტს საჰაერო თავდასხმებს, ვიდრე ისრაელის მოქალაქეებს პალესტინის მხრიდან საფრთხე დაემუქრებათ.