იემენში საფრთხის დონე იზრდება

იემენში საფრთხის დონე იზრდება

იემენი „ალ-ყაიდას“ წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატების ერთერთ ძირითად რეგიონალურ მოკავშირეს წარმოადგენს.

იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქ სანააში ალ-ყაიდას მებრძოლებმა ოთხი იემენელი ჯარისკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მათ მარიბის პროვინციაში არმიის ნაწილისთვის საკვები მიჰქონდათ.

აღნიშნული პროვინცია იემენში „ალ-ყაიდას“ საყრდენ ტერიტორიას წარმოადგენს. მოკლული ჯარისკაცები რესპუბლიკურ გვარდიის წევრები იყვნენ. როგორც ცნობილია, იემენი „ალ-ყაიდას“ წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატების ერთერთ ძირითად რეგიონალურ მოკავშირეს წარმოადგენს.

ამავდროულად ვაშინგტონმა ამერიკის მოქალაქეებს იემენში მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. ხოლო, ვინც უკვე იმყოფება იემენში, მათ სასწრაფოდ უნდა დატოვონ ქვეყანა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იემენში საფრთხის დონე უკიდურესად მაღალია, რაც ტერორიზმს და სამოქალაქო მღელვარებას უკავშირდება.