გუშინ, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ოთხმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფლორიდის შტატში დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი პრაიმერის წინ ბოლო სატელევიზიო დებატები გამართა. ორმა ფავორიტმა-მიტ რომნიმ და ნიუტ გინგრიჩმა ქალაქ ჯეკსონვილში გამართული დებატებისას ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს.
მიტ რომნიმ გინგრიჩის ბოლოს გაჟღერებულ ინიციატივა გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა მთვარეზე კოლონიის შექმნა ივარაუდა. რომნიმ ამაზე უპასუხა, რომ უაზრო ინიციატივის ნაცვლად, იგი ისურვებდა კანდიდატის მხრიდან ამერიკის უძრავი ქონების ბაზარში ინვესტირებას.
თავის მხრივ წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპკერმა მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს ამერიკაში ემიგრაციის მოწინააღმდეგე კანდიდატი უწოდა, რასაც რომნიმ შეურაცხმყოფელი განაცხადი უწოდა და მეტოქეს ბოდიშის მოხდა მოთხოვა.