ბაიდენი სააკაშვილს ულოცავს

ბაიდენი სააკაშვილს ულოცავს

პირველად ისტორიაში საქართველოს საშუალება ექნება გააკონტროლოს რუსეთთან ვაჭრობა მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს მიულოცა ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრება, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მონიტორინგის შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს.

სატელეფონო საუბრის დროს ბატონმა ბაიდენმა შეაქო მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკების დროს გამოვლენილი ლიდერის თვისებების გამო და ამ შეთანხმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა ორი ქვეყნის ხალხებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების და რეგიონში დაძაბულობის შემცირების საქმეში.

ეს შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას გამოიწვევს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. პირველად ისტორიაში საქართველოს საშუალება ექნება გააკონტროლოს რუსეთთან ვაჭრობა მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით. განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში.