ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს ბრალდებას არ ცნობს

ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს ბრალდებას არ ცნობს

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აბსურდული უწოდა შეერთებული შტატების ბრალდებას, თითქოს თეირანს საუდის არაბეთის ელჩის ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული.

აიათოლამ ხამენეიმ თეთრი სახლი ამერიკაში მცხოვრები ირანელების წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, ირანის საერთაშორისო იზოლაციისთვის ხდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკელებსა და ირანელებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ვაშინგტონმა ირანის ამგვარი საქციელი შეერთებული შტატების და საერთაშორისო კანონების უხეშ დარღვევად გამოაცხადა.