პარიზს და ანკარას შორის ურთიერთობები იძაბება

პარიზს და ანკარას შორის ურთიერთობები იძაბება

თურქეთი პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდს უარყოფს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ახალი კანონი მიიღო, სადაც საუკუნის წინ ოტომანთა იმპერიაში სომხების მკვლელობები დანაშაულად შეფასდება. ამის საპასუხოდ, თურქეთი საფრანგეთიდან ელჩის გამოწვევას აპირებს. ასევე ანკარა საფრანგეთის ელჩს თურქეთის ტერიტორიის დატოვებას მოსთხოვს. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ თურქეთში მომუშავე ფრანგულ კომპანიებს კონტრაქტები გაუუქმდეთ. თურქეთი პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდს უარყოფს, მაშინ როდესაც სომხეთის განცხადებით, თურქეთში 1.5 მილიონი სომეხი მოქალაქე მოკლეს.

ანკარას მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 500 ათასს არ აღემატება. თურქეთის ოფიციალური პირების ცნობით, ამ კანონის მიღებით, პრეზიდენტი სარკოზი 2012 წლის არჩევნებისთვის საფრანგეთის მცხოვრები 400 ათასი სომეხი მოქალაქის მხარდაჭერის მიღებას გეგმავს. საფრანგეთში მიღებული კანონპროექტის მიხედვით დაისჯება ყველა ის მოქალაქე, ვინც საჯაროდ უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს. სასჯელი 1 წლით პატიმრობას და 58 500 დოლარის გადახდას ითვალისწინებს.