გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მიულოცა ეგვიპტელებს საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობა.
ეგვიპტის ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გამოაცხადებს.
არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადგან არ არის დათვლილი უცხოეთში მცხოვრები ეგვიპტელების ხმები.
არჩევნებში მუსლიმთა საძმოს თავისუფლების და სამართლიანობის პარტია და კონსერვატიული ალ-ნურის სალაფისტების დაჯგუფება ლიდერობენ.
ამ კვირის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მიულოცა ეგვიპტელებს საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობა.