ბრეივიკი პოლიციას ჩვენებას აძლევს

ბრეივიკი პოლიციას ჩვენებას აძლევს

ბრალდებული ანდერს ბრეივიკი დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს მოვლეების აღსადგენად.

ნორვეგიის პოლიციის განცხადებით, კუნძულ უტოიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს მოვლეების აღსადგენად. ბრეივიკმა ცეცხლსასროლი იარაღით 69 ადამიანი მოკლა.

დამნაშავემ ოსლოში მთავრობის ერთ-ერთი შენობის წინ ბომბის დადება აღიარა. ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, ბრეივიკი შაბათს კიდევ ერთხელ დაკითხეს. მის უახლეს ჩვენებაში ახალი დეტალები არ ფიგურირებს.